ორივე ქვეყნის ფედერაცია საპირისპიროს ამტკიცებს - მაკედონია უეფა-ში ჩივილს აპირებს » სპორტის ხაზი

ორივე ქვეყნის ფედერაცია საპირისპიროს ამტკიცებს - მაკედონია უეფა-ში ჩივილს აპირებს

ორივე ქვეყნის ფედერაცია საპირისპიროს ამტკიცებს - მაკედონია უეფა-ში ჩივილს აპირებს
23-09-2022, 13:54
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი ჩრდილოეთ მაკედონური გამოცემა "ეკიპი" აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩამდელ ვარჯიშზე დაგვიანების გამო, მათი ქვეყნის ფედერაცია საქართველოს მხარეს უეფა-ში უჩივლებს.

"ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა საქართველოსთან ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის წინ, თბილისში ოფიციალური ვარჯიში ჩაატარა. თუმცა, ვარჯიშს წინ უძღოდა მასპინძლების მართლაც უსამართლო დამოკიდებულება. მათ მანიპულირებით დააგვიანეს ავტობუსი, რომლითაც ფეხბურთელები ვარჯიშზე მიდიოდნენ. დაგვიანების გამო კი, ვარჯიშის პერიოდი საგრძნობლად შემცირდა." - წერს მაკედონური გამოცემა.

თუმცა, როგორც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, საქართველოს ეროვნული ნაკრები უარყოფს მასპინძელი გუნდის პრეტენზიას და აცხადებს, რომ მათი ვარჯიში წამითაც არ დაგვიანებულა.

"ეს არის ტყუილი – ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციას ახლდა პოლიციის ესკორტი და გზაც ისე გაუთავისუფლეს, როგორც ამას უეფა-ს პროტოკოლი ითვალისწინებს. მაკედონიის დელეგაცია სტადიონზე დროზე მივიდა, მათი ვარჯიში კი წამითაც არ დაგვიანებულა."

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 20:00 -ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი