საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, რომელმაც კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, RMC-თან ინტერვიუში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა და რამდენიმე მოთამაშე გააკრიტიკა:
“ბევრი მოთამაშისთვის ეს პირველი ფინალი და განსაკუთრებული სიტუაცია იყო. ისინი სწორ დონეზე არ იყვნენ, რათა მსგავსი დონის მეტოქესთან ეთამაშათ. შესაძლოა, მარცხი მათი გამოუცდელობის ბრალიც იყო, მაგრამ არ ვაპირებ კონკრეტული პიროვნებების დასახელებას.”
შეგახსენებთ, რომ “მამლები” კატარის ფინალში არგენტინამ თერთმეტმეტრიანთა სერიაში დაამარცხა.