ზედიზედ მერვე გამარჯვება გოლის გაუშვებლად - “იუვე” კარგ ფორმაშია » სპორტის ხაზი

ზედიზედ მერვე გამარჯვება გოლის გაუშვებლად - “იუვე” კარგ ფორმაშია

ზედიზედ მერვე გამარჯვება გოლის გაუშვებლად - “იუვე” კარგ ფორმაშია
8-01-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ იტალიის სერია A-ს მე-17 ტური გაიხსნა. ტურინის “იუვენტუსმა” შინ “უდინეზე” მიიღო. სათამაშო უპირატესობისდა მიუხედავად, მასპინძლებმა შეხვედრის მიწურულამდე გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ერთადერთი ბურთი დანილომ ფედერიკო კიეზას გადაცემით 86-ე წუთზე გაიტანა.

“ბებერი ქალბატონი” შიდა ჩემპიონატში უკვე ზედიზედ მერვე ტურია გოლის გაუშვებლად იგებს. ბოლოს ისინი “მილანთან” 8 ოქტომბერს დამარცხდნენ.

სერია A-ს მომდევნო ტურში “იუვე” ნეაპოლს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონს ესტუმრება და ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი