როგორც იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, ანტონიო კონტემ “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობას კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობისკენ მოუწოდა და მითითებებიც მისცა.
ხვიჩა “ნაპოლის” მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. იმისდა გათვალისწინებით, რომ “პარტენოპეი” სერია A-ში წარმატებით ასპარეზობს და ჩემპიონატში პირველად რამდენიმე დღის წინ დამარცხდნენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ქართველი შემტევი ზაფხულშივე დათმონ.
“დეზების” ტრანსფერებზე ამჟამად ფაბიო პარატიჩი მუშაობს. მას კვარაცხელიას შეძენის მცდელობა წარსულშიც ჰქონდა. იმ დროს ხვიჩა “რუბინში” თამაშობდა, თავად ფაბიო კი “იუვენტუსში” მუშაობდა.