Kvaratskhelia! Kvaravaggio! - დოკუმენტური ფილმის დეტალები ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ » სპორტის ხაზი

Kvaratskhelia! Kvaravaggio! - დოკუმენტური ფილმის დეტალები ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

Kvaratskhelia! Kvaravaggio! - დოკუმენტური ფილმის დეტალები ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
23-09-2022, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

Setanta Sports Georgia-სა და ქართული იუთუბ არხის, Geo Team-ის საერთო ძალისხმევის შედეგად, მივიღეთ დოკუმენტური ფილმი ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური თავგადასავლის შესახებ, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ამბავი, ემოცია თუ განცდა დეტალურადაა გადმოცემული. შემოგთავაზებთ თქვენთვის ნაცნობი თუ უცნობი სახეების კომენტარებს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რომელთაც ფილმის ყურებისას არაერთხელ შეხვდებით:

"პირველად ხვიჩა 2-3 წლის წინ ვნახე, როცა მის შესახებ ჩემმა ქართველმა მეგობრებმა მითხრეს. კვარაცხელია მისი თამაშის ნახვისთანავე შემიყვარდა, მას დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რათა გახდეს ბრწყინვალე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩას, თითქმის ყველა თამაშს ვუყურებ და მიხარია, რომ ნეაპოლში თამაშობს. ხვიჩას თავისი იდენტობა აქვს, ძალიან სწრაფია და დიდ სტადიონებზე თამაშსაც არ უფრთხის. ის მოკრძალებული, მოწადინებული ბიჭია და მას ყველაფერი აქვს, რომ იყოს საუკეთესო." - კრისტიან ძაკარდო, საფეხბურთო აგენტი.


"ხვიჩამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მის შესახებ მაშინ გავიგე, როდესაც საქართველოს მატჩზე ვმუშაობდი. კვარაცხელიამ გაიტანა და შთაბეჭდილება არამარტო მისმა გოლმა, არამედ იმანაც მოახდინა, თუ როგორ თამაშობდა ის. ვერონასთან მისი გატანილი გოლი დიდი მნიშვნელობის იყო, რადგან როგორც იცით, ამ ორ გუნდს ისტორიულად ერთმანეთი სძულთ, ხოლო მათთან თავის გამოჩენამ კვარაცხელია კიდევ უფრო გააძლიერა. თუ "ნაპოლიმ" ხვიჩასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, არ გამიკვირდება წლების შემდეგ კვარაცხელიას არტეფაქტი ვნახოთ იქ, სადაც ცნობილი ადამიანების სახეებს ტვიფრავენ" - პატრიკ კენდრიკი, კომენტატორი.


"ნეაპოლი ჩემი შეყვარებულია, ჩემი ქალაქი და ჩემი კლუბია. ნეაპოლი იტალიაში ის ერთადერთი დიდი ქალაქია, რომელსაც მხოლოდ ერთი გუნდი ჰყავს. სწორედ ამიტომ, ყველა მის გარშემოა გაერთიანებული და ასე იქმნება უდიდესი სიყვარულის ისტორია. ხვიჩას რაც შეეხება, ის ხალხმა თავიდანვე შეიყვარა, რადგან გამოჩენისთანავე გამოავლინა საკუთარი ძლიერი მხარეები." - დანიელ ბელინი, "ნაპოლის" დიქტორი.

"ბოლო 2 თვეში ბევრი რამე შეიცვალა, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში გადმოვედი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეს ნერვიულობა და დაძაბულობა ახლდა, საბოლოოდ ადაპტაციის პროცესი მარტივად წარიმართა, რაც აქაური კარგი გარემოს დამსახურებაა. პირველად კომუნიკაცია მარიო რუისთან მქონდა, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი მითხრა და გვერდში დამიდგა. სპალეტისთან ვისაუბრე და ამიხსნა, რომ კარგი დრიბლინგები მაქვს, კარგად შემიძლია მეტოქის მოტყუება, თუმცა მეტი გუნდურობისკენ მომიწოდა, რადგან ძლიერ მოთამაშეებთან გუნდურად თამაში შენც ძლიერს გხდის როგორც შეტევაში, ისე დაცვაში" - ხვიჩა კვარაცხელია.

"ის საოცარია, ბრწყინვალე უნარები აქვს, კვარა ნამდვილი ჩემპიონია, მისი თამაში მილანში მოთამაშე კაკას მაგონებს და თუ ის სკუდეტოს მოგვიტანს, მის ტატუს აუცილებლად გავიკეთებ." - ნაპოლის გულშემატკივრები.

კვარაცხელიას ყველა ხედავს, მასზე ყველა საუბრობს. ხვიჩა კვარაცხელია ის ბიჭია, რომელმაც მიძინებული ქართული ფეხბურთი გააღვიძა და მის გარშემო ყველა გააერთიანა!

Forza Napoli, Forza Kvara!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი