"ხვიჩა საფეხბურთო პრინცია, მის წინააღმდეგ უხეშობას უნდა მოუკლონ" | Corriere dello Sport » სპორტის ხაზი

"ხვიჩა საფეხბურთო პრინცია, მის წინააღმდეგ უხეშობას უნდა მოუკლონ" | Corriere dello Sport

"ხვიჩა საფეხბურთო პრინცია, მის წინააღმდეგ უხეშობას უნდა მოუკლონ" | Corriere dello Sport
6-01-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 4 იანვარს იტალიის ჩემპიონატი განახლდა და ნაპოლიმ თავისი პირველი შეხვედრა 2023 წელს ინტერის წინააღმდეგ გამართა, სადაც სპალეტის გუნდი მძიმე ბრძოლაში 1:0 დამარცხდა.

ყველასთვის ფაქტია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნერაძურის" წინააღმდეგ საუკეთესო თამაში არ ჰქონია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ქართველ ფეხბურთელს ფეხებში გამუდმებით ურტყამდნენ, რაც მის მიზანს ერთიორად მიუწვდომელს ხდიდა.

სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა Corriere dello Sport, რომლის აზრითაც, ლიგაში ხვიჩას მსგავს ფეხბურთელებს განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნენ:

"ჩვენ დროში ხვიჩას მსგავსი სამაგალითო და მისაბაძი ფეხბურთელი ბევრი არ არის, მას საოცარი ფანტაზია და სიმსუბუქე გააჩნია. მართალია, რომ თამაშით ინტერმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და 3 ქულაც დაიმსახურა, თუმცა მსაჯები ხვიჩას მსგავს ფეხბურთელებს მეტად უნდა უფრთხილდებოდნენ. ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო პრინცია და გულშემატკივარს ფეხბურთს სწორედ მისთანები აყვარებენ, ფეხები შორს კვარასგან!." - წერს იტალიური გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი