'ალ-ნასრში' რონალდოს დებიუტი დროებით გადაიდო - მიზეზი ცნობილია » სპორტის ხაზი

'ალ-ნასრში' რონალდოს დებიუტი დროებით გადაიდო - მიზეზი ცნობილია

'ალ-ნასრში' რონალდოს დებიუტი დროებით გადაიდო - მიზეზი ცნობილია
5-01-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

კრიშტიანო რონალდო მონაწილეობას ვერ მიიღებს 'ალ-ნასრის' უახლოეს მატჩებში. კერძოდ, პორტუგალიელი გამოტოვებს შეხვედრებს 5 იანვარს 'ალ-თაისა' , ხოლო 14 იანვარს 'ალ-შაბაბის' წინააღმდეგ.

რონალდო ამ შეხვედრებში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ნოემბერში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ფორვარდი ორი მატჩით დასაჯა იმ ინციდენტის გამო, რომელიც აპრილში მოხდა. მაშინ 'მანჩესტერ იუნაიტედში' მოთამაშე კრიშტიანომ აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭს ხელში ჩაარტყა და ტელეფონი გაუტეხა.

რონალდოს ჯერ არ მოუხდია დისკვალიფიკაცია, ამიტომ FIFA-ს რეგლამენტის თანახმად, მოთამაშეებს, რომლებსაც ბოლომდე არ აქვთ მოხდილი დისკვალიფიკაცია წინა ლიგებში, უნდა გამოტოვონ საწყისი მატჩები ახალ ჩემპიონატში.

ასე რომ, კრიშტიანო რონალდოს დებიუტი 'ალ-ნასრში' სადებიუტო შეიძლება 21 იანვარს შედგეს, ამ დღეს მისი ახალი გუნდი 'ალ-ითიფაკს' შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი