"ნაპოლის იმიჯს ხვიჩა კვარაცხელია არ წარმოადგენს" | ვალტერ ძენგა » სპორტის ხაზი

"ნაპოლის იმიჯს ხვიჩა კვარაცხელია არ წარმოადგენს" | ვალტერ ძენგა

"ნაპოლის იმიჯს ხვიჩა კვარაცხელია არ წარმოადგენს" | ვალტერ ძენგა
6-01-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

მილანის ინტერისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ვალტერ ძენგამ ნაპოლიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამავე კლუბის იმიჯს მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია არ წარმოადგენს:

"დღეს, ვინც ნაპოლიზე ფიქრს იწყებს, პირდაპირ ხვიჩა კვარაცხელია ახსენდება. ეს არის კომბინაცია, რომელიც არც ისე რეალურია. ყველა ქართველზე საუბრობს, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერ წარმოაჩენს. ზაფხულში, როდესაც ნაპოლიმ უამრავი წამყვანი მოთამაშე გაუშვა, ვერავინ იფიქრებდა, რომ გუნდი ამდენს მიაღწევდა. ეს ყველაფერი გუნდურმა წარმატებამ განაპირობა და არა ერთმა კონკრეტულმა ფეხბურთელმა." - ვალტერ ძენგა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის მომდევნო შეხვედრა იტალიის სერია A-ში 8 დეკემბერს, სამპდორიას წინააღმდეგ გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი