'ეს სამი ფეხბურთელი კვარაცხელიას ირგვლივ იტრიალებს' - 'ინტერს' ქართველის შეჩერების გეგმა აქვს » სპორტის ხაზი

'ეს სამი ფეხბურთელი კვარაცხელიას ირგვლივ იტრიალებს' - 'ინტერს' ქართველის შეჩერების გეგმა აქვს

'ეს სამი ფეხბურთელი კვარაცხელიას ირგვლივ იტრიალებს' - 'ინტერს' ქართველის შეჩერების გეგმა აქვს
4-01-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მთავარი პრობლემაა მოწინააღმდეგე გუნდებისთვის, ამიტომ 21 წლის შემტევის შეჩერების გზები ყველა გუნდისთვის მატჩის დაწყებამდე მთავარი გამოწვევაა. ამჯერად, ამ საკითხზე მილანის 'ინტერი' ფიქრობს, რომელიც განსაკუთრებულად ემზადება ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლად.

Corriere dello Sport - ი სწორედ ამ გეგმაზე წერს და აცხადებს, რომ ხვიჩას ფლანგზე ერთბაშად 3 ფეხბურთელი განთავსდება, რადგან ბურთის მიღებისთანავე მათ მარტივად მოახერხონ კვარაცხელიას განეიტრალება.

"კვარაცხელია პირველია მათ შორის, ვისაც ინტერი უნდა უფრთხოდეს. ცხადია, მნიშვნელოვანი ფიგურაა ოსიმენიც, რომელმაც მილანურ კლუბთან გასულ სეზონშიც ითამაშა და პენალტიც მოიპოვა, თუმცა, მას ინტერში უკვე კარგად იცნობენ. აი, ქართველი ფეხბურთელი კი მაინც ახალი სახეა. მას სერია A-ში არცთუ დიდი დრო აქვს გატარებული, თუმცა, სეზონის პირველ ნაწილში ნაჩვენები თამაშის წყალობით, უკვე მიიპყრო საყოველთაო ყურადღება. სწორედ ამის გამო, დიდი ალბათობით, ფილიპო ინძაგი კლასიკურ სქემას გადაუხვევს და მთავარ აქცენტს მარჯვება ფლანგის გაძლიერებაზე გააკეთებს, სადაც კვარაცხელიას შესაჩერებლად ერთბაშად სამი ფეხბურთელი იქნება მობილიზბეული: შკრინიარი, დუმფრისი და ბარელა."


'ეს სამი ფეხბურთელი კვარაცხელიას ირგვლივ იტრიალებს' - 'ინტერს' ქართველის შეჩერების გეგმა აქვს

ხვიჩა საფეხბურთო ზეიმში დასაბრუნებლად ემზადება

შეგახსენებთ, რომ 'კვარადონამ' სეზონის პირველ ნახევარში პარტენოპეის მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიიწერა.

გეტყვით იმასაც, რომ სპალეტის ბიჭები სერია A-ში დაუმარცხებლები არიან და იტალიის ჩემპიონატს 41 ქულით ლიდერობენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი