მაკედონელთა ერთ-ერთი ლიდერი : "ეს სტადიონი კარგად მახსოვს, აქ ოცნებები ავისრულეთ" » სპორტის ხაზი

მაკედონელთა ერთ-ერთი ლიდერი : "ეს სტადიონი კარგად მახსოვს, აქ ოცნებები ავისრულეთ"

მაკედონელთა ერთ-ერთი ლიდერი : "ეს სტადიონი კარგად მახსოვს, აქ ოცნებები ავისრულეთ"
22-09-2022, 19:48
Aa Aa
გაზიარება:

ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შორის გასამართ შეხვედრამდე, მასპინძელი გუნდის ნახევარმცველმა, ეზგიან ალიოსკიმ კომენტარი მედიასთან გააკეთა, სადაც ამ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა:

"მოგესალმებით. ჩვენ ეს ქალაქი, სტადიონი ძალიან კარგად გვახსოვს, რადგან აქ ჩვენ ოცნებები ავიხდინეთ. თუმცა, დღეს აქ სხვა სიტუაციაა. ვიცით, რომ ხვალ სავსე ტრიბუნების წინაშე ვითამაშებთ და ამიტომ რთულ შეხვედრას ველით.

სკოპიეში მარცხი ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო და ამის გამო ამ მატჩში დადებითი შედეგის ჩვენება და სიტუაციის გამოსწორება გვსურს”, – თქვა 30 წლის ფეხბურთელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი