რონალდო მესის წინააღმდეგ - ლეგენდები ერთმანეთს კიდევ შეხვდებიან » სპორტის ხაზი

რონალდო მესის წინააღმდეგ - ლეგენდები ერთმანეთს კიდევ შეხვდებიან

რონალდო მესის წინააღმდეგ - ლეგენდები ერთმანეთს კიდევ შეხვდებიან
3-01-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, 'პარი სენ-ჟერმენისა' და 'ალ-ნასრის' ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას გამოცემა RMC Sport-ი ავრცელებს.

მესის ფრანგული კლუბი და რონალდოს ახალი კლუბი გასული წლის იანვარში უნდა შეხვედროდენ ერთმანეთს პარიზელთა ტურნეს რანგში, რომელიც კორონავირუსის გამო გაუქმდა, მაგრამ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით საკონტრაქტო ვალდებულებები ძალაში დარჩა. ახლა 'პარი სენ-ჟერმენმა' უნდა დაგეგმოს მატჩი და გაემგზავროს საუდის არაბეთში იანვარში. (ჯერჯერობით თარიღი დაზუსტებული არ არის)

რონალდო მესის წინააღმდეგ - ლეგენდები ერთმანეთს კიდევ შეხვდებიან

მესისა და რონალდოს ბოლო შეხვედრა

მესისა და რონალდოს ერთმანეთის წინააღმდეგ 2020 წლის დეკემბრის შემდეგ არ უთამაშიათ. მაშინ კრიშტიანოს 'იუვენტუსმა' 3:0 მოუგო 'ბარსელონას' ჩემპიონთა ლიგაზე, კრიშტიანომ კი იმ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი