"მესისა და მარადონას შორის უკეთესი ეს ფეხბურთელია" | კარლო ანჩელოტი » სპორტის ხაზი

"მესისა და მარადონას შორის უკეთესი ეს ფეხბურთელია" | კარლო ანჩელოტი

"მესისა და მარადონას შორის უკეთესი ეს ფეხბურთელია" | კარლო ანჩელოტი
9-12-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

Corriere dello Sport-თან საუბრისას, კარლო ანჩელოტის იტალიელმა ჟურნალისტმა შეკითხვა მესისა და მარადონას შესახებ დაუსვა და ითხოვა, რომ კარლოს ამ ორ ფეხბურთელს შორის უკეთესი ამოერჩია, რაზეც მადრიდის რეალის თავკაცმა შემდეგი რამ თქვა:

"ვის ავირჩევდი ლეო მესისა და დიეგო მარადონას შორის? - ეს რა შეკითხვაა, რა თქმა უნდა, მარადონას, მე მის წინააღმდეგ მითამაშია და მასთან ჩემებური სიყვარული მაკავშირებს." - თქვა ანჩელოტიმ.

ცნობისთვის, ანჩელოტის მარადონას წინააღმდეგ 80-იანების დასაწყისში და 90-იანების ბოლოს იტალიის ჩემპიონატში აქვს ნათამაშები, მაშინ, როდესაც დიეგო მარადონა ნაპოლისთან ერთად ყველას და ყველაფერს ანადგურებდა.

თუმცა, გარკვეული ჩანართების მიხედვით, კარლო ანჩელოტის ჟურნალისტის შეკითხვა იმიტომ არ მოეწონა, რომ, მისი აზრით, ორი სხვადასხვა ეპოქის წამყვანი ფეხბურთელის ერთმანეთთან შედარება უტოპიაა და მეტი არაფერი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი