“მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა შემტევს, ერლინგ ჰალანდს მესისა და რონალდუს შორის ჟურნალისტებმა უკეთესის დასახელება სთხოვეს, რაზეც შემდეგნაირი პასუხი მიიღეს:
“ლიონელი თუ კრიშტიანუ? რატომ მეკითხებით ამას? ყოველთვის ერთ პასუხს მიიღებთ: მესი.”
მესი კატარში გამართული მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული და საუკეთესო მოთამაშე გახდა. კრიშტიანუ რონალდუ ტურნირს მეითხედფინალში, მაროკოსთან გამოეთიშა და სულ ახლახანს შეუერთდა საუდის არაბულ “ალ ნასირს.”