საიუბილეო რიცხვი | თორნიკე შენგელიას მაგარი მიღწევა ევროლიგაში » სპორტის ხაზი

საიუბილეო რიცხვი | თორნიკე შენგელიას მაგარი მიღწევა ევროლიგაში

საიუბილეო რიცხვი | თორნიკე შენგელიას მაგარი მიღწევა ევროლიგაში
2-01-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

30 დეკემბერს, თორნიკე შენგელიას გუნდმა, ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის ეგიდით მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც იტალიელებმა თურქული ფენერბაჰჩე დაძაბულ ბრძოლაში, 92:88 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ შენგელიამ პარკეტზე 22:31 წუთი გაატარა, რა დროშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თავი 11 ქულას, 2 მოხსნასა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე 36 წლის მარკო ბელინელი გახდა, რომელმაც მეტოქეს 18 ქულა ჩაუგდო. ფენერბაჰჩესთან მოგებით, ვირტუს ბოლონიას 16 შეხვედრიდან 7 მოგება და 9 წაგება მოუგროვდა, რომლითაც იტალიური კლუბი ევროლიგის მე-13 პოზიციას იკავებს.

გარდა მოგებისა, თორნიკე შენგელიასთვის კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი დაფიქსირდა, - ქართველმა კალათბურთელმა ევროლიგის ისტორიაში მე-1000 მოხსნა მიითვალა, რასაც თავად შენგელიაც გამოეხმაურა - იხილეთ ფოტო.

საიუბილეო რიცხვი | თორნიკე შენგელიას მაგარი მიღწევა ევროლიგაში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი