შერმადინის გუნდმა გრანადა გაანადგურა | გიორგიმ 12 ქულა ჩააგდო » სპორტის ხაზი

შერმადინის გუნდმა გრანადა გაანადგურა | გიორგიმ 12 ქულა ჩააგდო

შერმადინის გუნდმა გრანადა გაანადგურა | გიორგიმ 12 ქულა ჩააგდო
30-12-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ღამით, 00:30-ზე ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც გიორგი შერმადინის ტენერიფემ გრანადა დიდი ანგარიშით დაამარცხა - 98:66.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17:13 წუთი გაატარა, რა დროშიც შერმომ თავი 12 ქულასა და 4 მოხსნას მოუყარა. რაც შეეხება მატჩის საუკეთესო მოთამაშეს, ის შერმადინის თანაგუნდელი, ხაიმე ფერნანდესი გახდა, რომელმაც მეტოქეს 21 ქულა ჩაუგდო.

შეგახსენებთ, რომ ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 ადგილს 20 ქულით იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი, ისინი რატი ანდრონიკაშვილისა და ტად მაკფადენის მურსიას წინააღმდეგ გამართავენ. ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 2023 წლის 6 იანვარს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.