ბარსელონა აქტიურობს | ესპანელებს ნაპოლის ლიდერის ყიდვა სურთ? » სპორტის ხაზი

ბარსელონა აქტიურობს | ესპანელებს ნაპოლის ლიდერის ყიდვა სურთ?

ბარსელონა აქტიურობს | ესპანელებს ნაპოლის ლიდერის ყიდვა სურთ?
29-12-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც დანი ალვეშმა ბარსელონა პირველად დატოვა, კლუბში მარჯვენა მცველის პრობლემა რეალურად დადგა. კატალონიელებმა ხან სემედუ მოსინჯეს, ხან დესტი, ხანაც რობერტო თუ მონტოია, თუმცა შესაფერისი შედეგი ვერ მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ პრობლემური პოზიციის სიმწვავე კლუბისთვის დღემდე აქტიურია. ამ სეზონში ჩავი ერნანდესი ცდილობს, რომ მარჯვნივ ჟიულ კუნდე ათამაშოს, რომელიც პოზიციით ცენტრალური მცველია.

სწორედ ამ ყველაფრის გამო, ჟოან ლაპორტა და ჩავი ერნანდესი ახალ განაპირა მცველს ეძებენ და როგორც Sport.es წერს, კატალონიელები ნაპოლის კაპიტნით, ჯოვანი დი ლორენცოთი არიან დაინტერესებულნი:

"უპირველეს ყოვლისა, ბარსელონა ბელგიურ-ფრანგული წყვილიდან, შესაბამისად, მუნიე-პავარიდან ერთ-ერთის წაყვანას შეეცდება, თუმცა მორიგი ალტერნატივა ჯოვანი დი ლორენცოა, რომლის სათამაშო არსენალიც კატალონიელთა სტანდარტებს სავსებით აკმაყოფილებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მუნიესა და პავარის ფასი შედარებით მაღალია, მაშინ დი ლორენცოს შანსი უფრო მეტად გაიზრდება." - წერს გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.