ტრანსფერი შედგა - თბილისის "დინამოს" მეკარე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს » სპორტის ხაზი

ტრანსფერი შედგა - თბილისის "დინამოს" მეკარე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს

ტრანსფერი შედგა - თბილისის "დინამოს" მეკარე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს
28-12-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ბათუმის "დინამომ" 27 წლის მეკარე ანტონ ჩიჩკანი დაიმატა - ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

ჩიჩნაკი ბელარუსელი გოლკიპერია, რომელიც თავის დროზე ადგილობრივი გრანდის, 'ბატე'-ს ღირსება იცავდა, გასულ სეზონში კი თბილისის "დინამოში" ირიცხებოდა, თუმცა ერთ ოფიციალურ შეხვედრაშიც არ მიუღია მონაწილეობა.

ანტონს თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ერთი, ხოლო ახალგაზრდულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს გამართული. მან ბათუმელებთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა მხარეთა სურვილის შემთხვევაში, მოსალოდნელია ხელშეკრულების გაგრძელებაც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი