საქართველოს კონკურენტები "ერთა ლიგაზე" - რა უნდა ვიცოდეთ » სპორტის ხაზი

საქართველოს კონკურენტები "ერთა ლიგაზე" - რა უნდა ვიცოდეთ

საქართველოს კონკურენტები "ერთა ლიგაზე" - რა უნდა ვიცოდეთ
22-09-2022, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუხვდება, მატჩი "ერთა ლიგის" ეგიდით გაიმართება.

ჯგუფს საქართველოს ნაკრები ლიდერობს 10 ქულით, რომელსაც სამი ქულით ჩამორჩება ხვალინდელი მატჩის სტუმარი გუნდი. მესამე პოზიციაზეა ბულგარეთის ნაკრები 3 ქულით, ხოლო გიბრალტარის ნაკრებს მხოლოდ 1 ქულა აქვს. შესაბამისად, 23 სექტემბერს საქართველოს უშუალო კონკურენტთან მოუწევს განმეორებითი მატჩის ჩატარება, თუმცა იმის შანსი, რომ ჩრდილოეთ მაკედონიელებთან პირველი ადგილის მოპოვების შესაძლებლობა დავკარგოთ ძალიან მცირეა, რადგან მათთან ურთიერთშეხვედრების მიხედვით დიდი უპირატესობა გვაქვს მოპოვებული. შეგახსენებთ, რომ მილევსკის გუნდი საქართველომ გასვლაზე 0-3 დაამარცხა.

მიუხედავად, თითქმის განაღდებული პირველი ადგილისა, მატჩების მაღალი კონცენტრაციით ჩატარება და მხოლოდ 3 ქულაზე ფიქრი აუცილებელია, რადგან საფლეიოფო ზონაში სტუმარ-მასპინძლობის სტატუსს სწორედ საუკეთესო პირველადგილოსნობა წყვეტს. ფლეიოფში გასული ოთხი გუნდიდან, პირველსა და მეორე ადგილზე გასული პირველადგილოსნები ნახევარფინალებს სახლში ჩაატარებენ, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილზე გასულები გასვლაზე.

დღევანდელი მოცემულობით, ფლეიოფში საქართველოს გარდა თურქეთი, ყაზახეთი და საბერძნეთი გადიან, ეს უკანასკნელი კი ჩვენი მეტოქე გამოდის (ბერძნებთან მატჩის ჩატარება გასვლაზე მოგვიწევს მათი შედეგებიდან გამომდინარე), თუმცა ჯერ კიდევ 2 ტურია დარჩენილი და არ არის გამორიცხული, რომ სიტუაცია შეიცვალოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი