ბოლო ათწლეულის ყველაზე ხშირად დასმული კითხვა - ვინ უკეთესია, კრიშტიანუ რონალდუ თუ ლიონელ მესი, ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი პასუხით შეავსო.
ქართველმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ამ ორ მოთამაშეს შორის არჩევანის გაკეთება რთულია, თუმცა მისთვის კერპი პორტუგალიელი ვარსკვლავია.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის რეალის დიდი გულშემატკივარია და გასაკვირი არაა, რომ მან დიდ დუელს შორის უპირატესობა სწორედ კრიშტიანუს მიანიჭა.