"დარვინ ნუნიესს ვინც მადარებს, ის ბოდავს" | ენდი კოული » სპორტის ხაზი

"დარვინ ნუნიესს ვინც მადარებს, ის ბოდავს" | ენდი კოული

"დარვინ ნუნიესს ვინც მადარებს, ის ბოდავს" | ენდი კოული
28-12-2022, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ თავდამსხმელს, ენდი კოულს დარვინ ნუნიესს ადარებენ, რის გამოც ინგლისელი ძალიან გაღიზიანდა:

"კოული, ნუნიესი.. არც კი ვიცი, ეს რა ბოდვაა. კიდევ კარგი, რომ კარიერა უკვე დასრულებული მაქვს, თანაც თან 5 პრემიერ ლიგა, 2 თასი, 2 ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა, საუკეთესო ბომბარდირისა და საუკეთესო ახალგაზრდა ბომბარდირის ტიტულიც გავიყოლე. რას იზამთ, ცხოვრება ასეთია, ხალხი ახლა ნუნიესს მადარებს.." - დაწერა კოულმა.

შეგახსენებთ, რომ ენდი კოული პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირების 10 საუკეთესო ფეხბურთელში შედის. ინგლისელი მოთამაშე სიის მე-4 ადგილს 187 გოლით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი