VIDEO: სელტას სტადიონი დაიტბორა | გარდაცვლილია 4 ადამიანი » სპორტის ხაზი

VIDEO: სელტას სტადიონი დაიტბორა | გარდაცვლილია 4 ადამიანი

VIDEO: სელტას სტადიონი დაიტბორა | გარდაცვლილია 4 ადამიანი
26-12-2022, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთში, კერძოდ გალისიის სამხრეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმები იყო, რის გამოც ვიგოს სელტას სტადიონი, ბალაიდოსი დაიტბორა.

აღსანიშნავია, რომ გადაუღებელმა წვიმებმა მდინარე ლაგარესის ადიდება გამოიწვია, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იწერება, რომ ბალაიდოსის მინდორზე წყალი არ შესულა, თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც სტადიონის პირველი სართული, ისე მისი მიმდებარე ტერიტორია მთლიანად წყლით იყო სავსე - იხილეთ ვიდეო.

სხვათაშორის, ბალაიდოსს მსგავსი პრობლემა აქამდეც შემთხვევია, რის გამოც ადგილობრივი გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობასთან და ქალაქის მერიასთან პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით პასუხისმგებელ პირთა პასუხი არ ისმის.

სხვათაშორის, ამ სტადიონმა უნდა უმასპინძლოს ლა ლიგის შეხვედრას, რომელიც 30 დეკემბერს სელტასა და სევილიას შორის შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი