"ჩემი მიზანია უფრო არაპროგნოზირებადი გავხდე" | ხვიჩა კვარაცხელია » სპორტის ხაზი

"ჩემი მიზანია უფრო არაპროგნოზირებადი გავხდე" | ხვიჩა კვარაცხელია

"ჩემი მიზანია უფრო არაპროგნოზირებადი გავხდე" | ხვიჩა კვარაცხელია
26-12-2022, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

გლობალურმა სპორტულმა პლატფორმამ, DAZN-მა საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის შემტევთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ დააანონსა.

DAZN-მა დაწერა, რომ ქართველ ფეხბურთელთან ჩაწერილი ვრცელი ინტერვიუ ზეგ, 28 დეკემბერს გამოქვეყნდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვიდეოდან მცირედი ამონარიდი მაინც გავრცელდა, სადაც კვარაცხელია ამბობს, რომ მისი სურვილი მეტად არაპროგნოზირებადობაა:

"ვფიქრობ, როდესაც ჩემი მოწინააღმდეგეები ჩემსავე ვიდეოს შესწავლის მიზნით უყურებენ, მათ ეს გზა არ დაეხმარებათ, რადგან მუდმივად ვცდილობ, რომ განვვითარდე და გავუმჯობესდე. ყოველთვის ვცდილობ, რომ არსენალი გავამრავალფეროვნო და უფრო არაპროგნოზირებადი გავხდე." - თქვა ხვიჩამ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატი ნაპოლისთვის 4 იანვარს, ინტერთან დაპირისპირებით განახლდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.