კონტე: “კეინი ძლიერი ადამიანია” » სპორტის ხაზი

კონტე: “კეინი ძლიერი ადამიანია”

კონტე: “კეინი ძლიერი ადამიანია”
26-12-2022, 13:17
Aa Aa
გაზიარება:

“ტოტენჰემის” მწვრთნელს, ანტონიო კონტეს არ სჯერა, რომ ჰარი კეინზე მსოფლიო ჩემპიონატზე გაფუჭებული პენალტი ემოციურად იმოქმედებს, განსახვავებით, თავად იტალიელი სპეციალისტის ყოფილი თანაგუნდელი რობერტო ბაჯოსგან.

1994 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე ბაჯომ თერთმეტმეტრიანი საშინლად შეასრულა და გამარჯვებული “სელესაო” გახდა. კონტეს თქმით, ბაჯო აღიარებს, რომ ის მომენტი დღემდე ჭრილობასავით აქვს.

“ჩვენ ძლიერები ვართ. როცა ამ დონეზე თამაშობ, ძლიერი ადამიანი უნდა იყო. თქვენ უნდა ეცადოთ, ნეგატიურ მოვლენებს სწორად გაუმკლავდეთ. ჰარი ასეთი ადამიანია და მჯერა, ის მომენტი მასზე გავლენას არ მოახდენს” - განაცხადა “მამლების” დამრიგებელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი