მთავარი გეგმა - ლობოტკამ და ხვიჩამ ფორმა უნდა აღიდგინონ | Napolipiu » სპორტის ხაზი

მთავარი გეგმა - ლობოტკამ და ხვიჩამ ფორმა უნდა აღიდგინონ | Napolipiu

მთავარი გეგმა - ლობოტკამ და ხვიჩამ ფორმა უნდა აღიდგინონ | Napolipiu
25-12-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო ორი ამხანაგური შეხვედრის განმავლობაში, როგორც ვილიარეალთან, ისე ლილთან ნაპოლის სათამაშო ხარისხი უფრო და უფრო უარესდებოდა.

სწორედ ამიტომ, ნეაპოლელებს მიაჩნიათ, რომ მათმა საკვანძო ფეხბურთელებმა, სტანისლავ ლობოტკამ და ხვიჩა კვარაცხელიამ უკეთ უნდა ითამაშონ, რათა გუნდმა შედეგები გამოასწოროს:

"ზოგმა ფეხბურთელმა, მაგალითად ძერბინმა და ოსიმენმა ფიზიკურ დატვირთვას თავი კარგად გაართვეს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სიტუაციის გამოსწორებას საჭიროებენ. პირველ რიგში, ესენი ლობოტკა და კვარაცხელია არიან. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩამ ბევრი ითამაშა, ის საუკეთესო ფორმისგან მაინც შორსაა, იგივე ითქმის სტანისლავზეც. ამ ორ ფეხბურთელს გუნდის საკვანძო როლი აკისრიათ და მათ ინტერთან მატჩამდე ფორმაში ჩადგომა უნდა მოასწრონ."

"თუ კვარაცხელია იქამდე ვერ მოუმატებს, სპალეტის მისი ჩანაცვლება ელიფ ელმასით შეეძლება, ხოლო ლობოტკას ტანგი ნდომბელეთი."
- წერს Napolipiu.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლისთვის იტალიის სერია A 4 იანვარს, ინტერთან დაპირისპირებით განახლდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი