“ხვიჩას გარდა გვყავს საინტერესო ახალგაზრდები”- სანიოლის ვრცელი ინტერვიუ Gazzeta dello Sport-თან » სპორტის ხაზი

“ხვიჩას გარდა გვყავს საინტერესო ახალგაზრდები”- სანიოლის ვრცელი ინტერვიუ Gazzeta dello Sport-თან

“ხვიჩას გარდა გვყავს საინტერესო ახალგაზრდები”- სანიოლის ვრცელი ინტერვიუ Gazzeta dello Sport-თან
25-12-2022, 09:59
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ Gazzetta dello Sport-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესსა და მის პროფესიონალიზმზე ისაუბრა. ფრანგმა ყურადღება ნაკრების პერსპექტივებზეც გაამახვილა. გთავაზობთ მის კომენტარს:

ქართველ ტალანტებზე: "ფეხბურთელის "აფეთქება" სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული - კლუბზე, მწვრთნელზე, მიცემული შანსის სიდიდეზე. ხვიჩას გარდა ქვეყანაში გვყავს საინტერესო ახალგაზრდები. პირველ რიგში, ლუკა პარკაძე, რომელიც მალე “ბაიერნის” აკადამიაში იქნება. მას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა დიდი შრომა დასჭირდება. არიან 20-21 წლის ბიჭები, რომელთაც შეუძლიათ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე თამაში".

ერთა ლიგაზე: "ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნებს დავისახავთ. რა თქმა უნდა, რასაც მივაღწიეთ C ლიგაში არ იყო აუცილებლად მოსალოდნელი, რადგან ბულგარეთი და ჩრდილოეთ მაკედონია კარგი გუნდები არიან. მაგრამ ჩვენ საკუთარი თავი კარგად გამოვავლინეთ ამ ტურნირზე. ეს აჩვენებს, რომ ჩემი ფეხბურთელები პროგრესირებენ".

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე: "ამ ჯგუფიდან პირდაპირ გასვლა რთული იქნება - ჯგუფში ესპანეთი, ნორვეგია, შოტლანდია და კვიპროსია. ესპანეთი, რა თქმა უნდა, უძლიერესი ნაკრებია ჯგუფში, არც სხვები არიან სუსტები. ველი, რომ ჯგუფი ძალიან დაბალანსებული გამოვა, ჩვენ გვექნება პლეი ოფიდან ევროზე გასვლის შანსები. არ ვიცი, რამდენად გამოგვივა, თუმცა ეს საქართველოსთვის დიდი მომენტი იქნებოდა".

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკავიო ეტაპზე საქართველო A ჯგუფშია (ესპანეთთან, ნორვეგიასთან, კვიპროსთან და შოტლანდიასთან ერთად).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი