'ვამაყობ, რომ ქართველი ვარ' - ლიგა-2 ის ოფიციალური გვერდის ინტერვიუ გიორგი მიქაუტაძესთან » სპორტის ხაზი

'ვამაყობ, რომ ქართველი ვარ' - ლიგა-2 ის ოფიციალური გვერდის ინტერვიუ გიორგი მიქაუტაძესთან

'ვამაყობ, რომ ქართველი ვარ'  - ლიგა-2 ის ოფიციალური გვერდის ინტერვიუ გიორგი მიქაუტაძესთან
24-12-2022, 21:17
Aa Aa
გაზიარება:

ქართველა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ ინტერვიუ ლიგა 2-ის ოფიციალურ გვერდს მისცა, სადაც საკუთარ კარიერასა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

"მეცში გადასვლისას ვფიქრობდი, რომ პროფესიონალებთან ერთად გავიზრდებოდი. ბედნიერი ვარ, რომ ამ მიზანს მივაღწიე, მაგრამ ეს გზა უნდა გავაგრძელო. სასიამოვნოა იმის განცდა, რომ კლუბი გენდობა.

სერენში იჯარით მეორადაც დაუფიქრებლად წავედი. მჭირდებოდა თამაში და თავდაჯერებულობის მოპოვება. ზოგიერთმა სპეციალისტმა თქვა, გასულ სეზონში ბევრი გოლი იმიტომ გავიტანე, რომ მეორე დივიზიონში ვთამაშობდი. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ამას ბელგიის მთავარ ლიგაშიც შევძლებდი.

ბელგიაში ამ ორი სეზონის შემდეგ ზაფხულში მეცში დარჩენა გადავწყვიტე და მინდოდა, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ კარგად მხოლოდ ბელგიაში არ ვთამაშობდი. უკვე გავიტანე 7 გოლი და გავაკეთე 3 საგოლე პასი. მაგრამ ჩემი თამაშით 100% კმაყოფილი მაინც არ ვარ. მინდა, უფრო სტაბილური გავხდე.


'ვამაყობ, რომ ქართველი ვარ'  - ლიგა-2 ის ოფიციალური გვერდის ინტერვიუ გიორგი მიქაუტაძესთან

მიქაუტაძე 'მეცის' რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოა

2021 წლის მარტიდან საქართველოს სახელით ვთამაშობდი. ჩემი მშობლები იქ გაიზარდნენ და ჩემი ოჯახის ნაწილი საქართველოში ცხოვრობს. ეს ბუნებრივი არჩევანი იყო. როცა ნაკრებში თამაშის საშუალება მომეცა, ბევრი არც მიფიქრია. მანამდე ველაპარაკე მწვრთნელს, ვილი სანიოლს და მისი საუბარი მომეწონა.

ნაკრებში გამოძახება ყოველთვის ძალიან მიხარია და ძალიან ვამაყობ, საერთაშორისო დონეზე ძალიან დიდ ევროპულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოსვლა პლუსია. ეს საშუალებას მაძლევს, დიდი გამოცდილება მივიღო. როცა ნაკრებიდან კლუბში ვბრუნდები, ვგრძნობ, რომ გაზრდილი ვარ."
– ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 14 მატჩში 7 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.