აბრაჰამი: "მოურინიო შესანიშნავი სპეციალისტია" » სპორტის ხაზი

აბრაჰამი: "მოურინიო შესანიშნავი სპეციალისტია"

აბრაჰამი: "მოურინიო შესანიშნავი სპეციალისტია"
24-12-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

"რომას" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ტამი აბრაჰამი ჟოზე მოურინიოზე საუბრობს და აღიარებს კიდეც, რომ სპეციალისტით პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციაა დაინტერესებული. "ჟოზე ის მწვრთნელია, რომელიც მე მჭირდება"- ამბობს ინგლისელი შემტევი.

მას შემდეგ რაც პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს 1/4 ფინალში გამოეთიშა, ფერნანდუ სანტუში მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე აღარ იმუშავებს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ხელმძღვანელობა ახალ კანდიდატს ეძებს. ერთ-ერთი ფავორიტი აღნიშნულ პოზიციაზე სწორედ "რომას" მთავარი მწვრთნელია. ტამი აბრაჰამიმ La Gazzeta dello Sport-თან საუბრისას ჟოზეზეც ისაუბრა:

" იგი შესანიშნავი სპეციალისტია და, რა თქმა უნდა, ყველას სურს. დიდი პატივია, რომ პორტუგალიის ნაკრების დონის გუნდი მისით ინტერესდება. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ჟოზე "რომაზეა" კონცენტრირებული. იგი ცდილობს, რომ კლუბში სიტუაცია გაუმჯობესდეს, ჩვენ სეზონის წარმატებით დასრულებაზე ვართ ორიენტირებულები. როცა კარგად არ ვთამაშობ, ჟოზე ყოველთვის მაძლევს რჩევებს და მუდამ მეხმარება."

"გლადიატორები" სერია ას 4 იანვარს "ბოლონიასთან" საშინაო მატჩით განაახლებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი