2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სანახაობრივი იყო გოლებით, საგოლე გადაცემებით, სეივებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოდგა მუნდიალის ფინალის შეხვედრა, სადაც არგენტინის ნაკრებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში იმარჯვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მანამ, სანამ ლეო მესი თასს აღმარჩავდა, მას ბიშტი ჩააცვეს, რომელიც არაბული კულტურის მიხედვით განასახიერებს ჰონორარს, სიმდიდრეს, რაინდობას და სიბრძნეს. ეს, ალბათ, ყველაზე დიდი პატივია არაბულ სამყაროში, რომელიც შეგიძლია აქ ჩამოსულ სტუმარს შესთავაზო. თუმცა, ამ სცენარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე საათის წინ საფეხბურთო მედიაში საინტერესო ინფორმაციაც გავრცელდა.
მესის თასის აღმართვამდე ბიშტი ჩააცვეს
ამ თემაზე ადვოკატმა და ომანის პარლამენტის წევრმა, აჰმედ ალ ბარვანმა თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა :
"ომანის სასულთნოდან გილოცავთ 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას. ეს არაბული ბიშტი, რაინდობისა და სიბრძნის სიმბოლო. მე გთავაზობ მილიონ დოლარს (£829,000) ამ ბიშტის სანაცვლოდ. სტადიონზე ვიყავი და იმ მომენტს პირდაპირ ეთერში ვუყურებდი, როცა ყატარის ემირმა მესის ეს უთხრა და ბიშტი აჩუქა."
როგორია მესის პოზიცია? : მესის ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საჩუქარი არაბული სამყაროსთვის, ამიტომ ლეო ამ მოსახამს მისი მშობლიური ქალაქის მუზეუმში, როსარიოში განათავსებს.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფეხბურთელი ამ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.