VIDEO: დუბლი და მოგებული შეხვედრა - ბაჩანა არაბული ბრწყინვალე ფორმაშია » სპორტის ხაზი

VIDEO: დუბლი და მოგებული შეხვედრა - ბაჩანა არაბული ბრწყინვალე ფორმაშია

VIDEO: დუბლი და მოგებული შეხვედრა - ბაჩანა არაბული ბრწყინვალე ფორმაშია
24-12-2022, 13:27
Aa Aa
გაზიარება:

ავსტრალიის ჩემპიონატის მე-9 ტურში ქართველი ფეხბურთელის,ბაჩანა არაბულის 'მაკარტური' სტუმრად 'სიდნეის' დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა.

28 წლის ფეხბურთელმა, თამაში სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ბაჩანამ პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გახსნა, როდესაც ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი მეტოქის კარში ერთი შეხებით და რაც მთავარია ზუსტად გადაგზავნა. მეორე გოლი კი ქართველმა ფორვარდმა 89-ე წუთზე გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ არაბულმა ავსტრალიის A-ლიგის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. 'მაკარტურმა' წინა ტურში საკუთარ მოედანზე 'პერტ გლორი' სწორედ მისი გოლით დაამარცხა (1:0). სულ კი ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 4 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასია.

შეგახსენებთ, რომ 'მაკარტურს' ამ გამარჯვების შემდეგ, 14 ქულა აქვს და A-ლიგის სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მესამე პოზიციას იკავებს. გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 იანვარს, შინ 'უონდერერსთან' ჩაატარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.