"კვარაცხელია კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს?" | La Gazzetta dello Sport » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს?" | La Gazzetta dello Sport

"კვარაცხელია კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს?" | La Gazzetta dello Sport
22-12-2022, 16:54
Aa Aa
გაზიარება:

"როდესაც საქმე ხვიჩა კვარაცხელიას დონის ფეხბურთელს ეხება, სატრანსფერო ჭორები თავს ყოველთვის გამოიჩენს ხოლმე" - წერია იტალიური გაზეთის, La Gazzetta dello Sport-ის გამოცემაში.

მართლაც, თითქოს, უკვე ყველა შევეგუეთ, რომ როდესაც კვარაცხელიაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უდიდესი ნიჭისა და კლასის ფეხბურთელს ვახსენებთ, რომელზეც ლოგიკურია, რომ საფეხბურთო გრანდებს ნამდვილი ბრძოლა აქვთ გამართული.

აღნიშნული წყარო კვარაცხელიაზე იმასაც წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი ნაპოლისთან კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს და ყველა კითხვის ნიშანს წერტილი საბოლოოდ დაესმება:

"მომავალი წელი ნაპოლისთვის საჩუქრებით სავსე იქნება, რადგან ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ კლუბთან კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს. ცხადია, როდესაც საქმე კვარაცხელიას დონის ფეხბურთელს ეხება, ტრანსფერზე ხმები ყოველთვის ისმის ხოლმე, თუმცა, ამჯერად ქართველ შემტევზე არანაირი ზეწოლა არ არსებობს, ის კლუბში რჩება. ნაპოლისთვის რამდენადაც რთული იყო წამყვან მოთამაშეებთან გამოსამშვიდობებელი პერიოდი, იმდენად გასაოცარია რევოლუციური ეპოქაც, სადაც ახალი ფეხბურთელები საქმეს თავს იდეალურად ართმევენ. ნაპოლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდული და კონკურენტუნარიანი გუნდი შეიქმნას, რაც იტალიელებს კარგადაც გამოსდით."

"ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და კრისტიანო ჯუნტოლის ურთიერთობა მშვენივრად მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ გრანდები კვარაცხელიას თვალს არ აშორებენ, დიდი შანსია, რომ ქართველი ნაპოლიში მაინც დარჩეს. საქმე ისაა, რომ ნაპოლი და კვარაცხელიას გარემოცვა ახალ კონტრაქტზე მომდევნო წლის იანვარში ისაუბრებენ, ის კი, წესით 2028 წლამდე უნდა გაფორმდეს, რასაკვირველია, ხელფასის მნიშვნელოვანი გაზრდით." - წერს იტალიური გაზეთი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი