ანზორ კავაზაშვილი: “ვერ ვხვდები საზანოვმა რუსეთის ნაკრებში თამაში რატომ იუარა" » სპორტის ხაზი

ანზორ კავაზაშვილი: “ვერ ვხვდები საზანოვმა რუსეთის ნაკრებში თამაში რატომ იუარა"

ანზორ კავაზაშვილი: “ვერ ვხვდები საზანოვმა რუსეთის ნაკრებში თამაში რატომ იუარა"
21-09-2022, 15:14
Aa Aa
გაზიარება:

საბჭოთა კავშირის ყოფილმა ფეხბურთელმა, ანზორ კავაზაშვილმა, საბა საზანოვის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა:

"სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები, საზანოვმა რუსეთის ნაკრებში თამაში რატომ იუარა. ალბათ მან აგენტებთან ერთად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მიზეზი კი ალბათ ის არის, რომ რუსეთი ჩვენგან განსხვავებით საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ახალგაზრდა ფეხბურთელს კი აქვს იმედი, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ჩემი აზრით მას ევროპის კარგ ლიგაში მოხვედრა სურს, ისე როგორც თავის დროზე ეს ყველაფერი კახი კალაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და სხვა ქართველმა ფეხბურთელებმა მოახერხეს. არ ვიცი გამოიძახებენ თუ არა რუსეთის ნაკრებში თუ საქართველოში არ ითამაშებს, ეს კარპინის პრივილეგიაა." - განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.


შეგახსენებთ იმასაც, რომ საბა საზანოვმა რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი