სპალეტი: “ხვიჩა ამჟამად უკეთ გამოიყურება” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “ხვიჩა ამჟამად უკეთ გამოიყურება”

სპალეტი: “ხვიჩა ამჟამად უკეთ გამოიყურება”
22-12-2022, 09:31
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ “ნაპოლიმ” მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა, ამჯერად “ლილის” წინააღმდეგ და 1-4 დამარცხდა.

შეხვედრის შემდგომ “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ მედიასთან ისაუბრა. გთავაზობთ მის კომენტარს:

“ამ თვეში გუნდის ვარჯიშები და მომზადება მაკმაყოფილებს. ბიჭები კარგად ვარჯიშობენ. კვარა? ის სულ უფრო უკეთ ხდება. ჩემი აზრით, ხვიჩა ამჟამად უკეთ გამოიყურება. ვილიარეალთან მას მეტი სათამაშო დრო მივეცი. ის იხვეწება. მე მას სათამაშო დროს ვაძლევ, ხვიჩა შესანიშნავი პროფესიონალია და მას მხოლოდ მუშაობა სჭირდება. ბიჭები საქმეს სერიოზულად ეკიდებიან.

ტრანსფერები? ჯუნტოლი ჭკვიანია, ყურადღებიანი, რომელიც თავის საქმეს კარგად აკეთებს. ის იკვლევს, ცდილობს რაღაც სიტუაციები წინასწარ განსაზღვროს, მაგრამ საკადრო თვალსაზრისით საკმაოდ კარგად ვართ. ახლა რაჰმანი დაგვიბრუნდება, კვარაცხელია უკვე დაბრუნდა. თუ ჩვენი ფეხბურთელების შესაძენად არავინ მოვა, ჩვენ კარგად ვართ.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი