"ხვიჩა რეფლექსურია, ოსიმენი კი რეაქტიული" | ყოფილი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა რეფლექსურია, ოსიმენი კი რეაქტიული" | ყოფილი მწვრთნელი

"ხვიჩა რეფლექსურია, ოსიმენი კი რეაქტიული" | ყოფილი მწვრთნელი
30-12-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ვილიარეალთან გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, იტალიელმა ყოფილმა მწვრთნელმა, პაოლო სპეჩიამ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა, სადაც მან ნაპოლის შემტევების სათამაშო სტილი ერთმანეთისგან დააცალკევა:

"ხვიჩა კვარაცხელია მარტივად არ ანათებს, ის უფრო რეფლექსური მოთამაშეა და თანდაყოლილი უნარები აქვს. რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, ის მეტად რეაქტიულია და ადგილზე აქტიურობს. კვარაცხელია ტრავმის შემდეგ ცოტა დაეშვა და იმედი მაქვს, რომ ჩვეულ ფორმას მალევე დაიბრუნებს. ნაპოლის საოცარი პოტენციალი აქვს და თუნდაც კვარაცხელია არ იყოს, მათი კონტიგენტი მაინც გასაოცარია. წინა სეზონებში, ფეხბურთელები უბრალოდ დასეირნობდნენ, ახლა კი განსხვავებულ მუსიკას ვუსმენთ." - თქვა პაოლო სპეჩიამ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას დღეს, ლილის წინააღმდეგ 23:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი