"სუონსი" შესაძლოა არველაძისთვის უკანასკნელი გაფრთხილება იყოს » სპორტის ხაზი

"სუონსი" შესაძლოა არველაძისთვის უკანასკნელი გაფრთხილება იყოს

"სუონსი" შესაძლოა არველაძისთვის უკანასკნელი გაფრთხილება იყოს
21-09-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში, ქართველებისთვის უმეტესად ყველაზე საინტერესო და დაკვირვებადი გუნდი "ჰალ სიტია", რომლის მთავარი მწვრთნელიც გასული სეზონის დასკვნითი ნაწილიდან წარსულში წარმატებული ფეხბურთელი და ქართული ფეხბურთის ლეგენდა შოთა არველაძეა.

შოთა არველაძე ინგლისური კლუბის მწვრთნელის რანგში პირველად სწორედ "სუონსის" დაუპირისპირდა, სადაც მისმა გუნდმა 2-0 გაიმარჯვა. პარადოქსულად ჟღერს, რომ შესაძლოა, სწორედ ამავე გუნდთან მარცხი (3-0) "ჰალ სიტის" ხელმძღვანელობისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდეს.

"მათ კარგად ეხერხებათ ბურთის შენარჩუნება, ჩვენ ვცდილობდით, რომ ხაზები გადაგვეკეტა, რასაც მშვენივრად აკეთებდა მეტოქე გუნდი. მათ ბევრი მომენტი შექმნეს და სამი გოლის გატანაც მოახერხეს. ეს მათი იდენტობაა, რომ შეინარჩუნონ ბურთი და მეტოქე გუნდის ცენტრალურ მცველებს უკან დახევის გადაწყვეტილება მიაღებინონ. ჩვენ არც ისე კრეატიულები ვიყავით, თითქმის არაფერი შეგვიქმნია, ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ. "სუონსისთან" მარცხი ადვილი არ ყოფილა".. - შოთა არველაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრაში, რომელიც "ჰალ სიტის" "ლუტონთან" 30 სექტემბერს ელის, თუ შოთა არველაძის გუნდმა გამარჯვება ვერ მოახერხა, მაშინ ქართველ სპეციალისტს თანამდებობიდან დაითხოვენ, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, "ჰალ სიტის" გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ნაწილი უჭერს მხარს სოციალური ქსელების საშუალებით, "მეტი მოტივაცია და პოზიტივი გვჭირდება, თანაც ახლავე!" - "ჰალ სიტის" ერთ-ერთი გულშემატკივარი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი