ქართველმა მწვრთნელმა 12 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადა | დეტალები » სპორტის ხაზი

ქართველმა მწვრთნელმა 12 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადა | დეტალები

ქართველმა მწვრთნელმა 12 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადა | დეტალები
20-12-2022, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ, ინტერნეტში შემზარავი ფაქტის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც კურიერიდან ვიგებთ, ქართველმა საფეხბურთო მწვრთნელმა 12 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადა.

ამავე წყაროდან ვიგებთ, რომ მწვრთნელის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტები არაერთხელ დაფიქსირდა, მათ შორის საზაფხულო შეკრებისას, ავტომობილში და ნაქირავებ ბინაში. ცნობილია, რომ მოზარდმა აღნიშნულის შესახებ ჯერ თანაგუნდელებს, შემდეგ კი მშობლებს უამბო, რომლებმაც ყველაფერი პოლიციას ამცნეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მწვრთნელმა ეს ბრალდებები სრულებით უარყო და ერთადერთი ის თქვა, რომ ბავშვთან დამყარებული ახლო კონტაქტი მხოლოდ და მხოლოდ მის გასამხნევებლად იყო მიმართული. ამდენად, მწვრთნელის თქმით, არანაირ სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობას არ უარსებია, ანალოგიურს ამბობს მისი ადვოკატიც.

სათქმელია ისიც, რომ პოლიციამ 34 წლის ქართველი სპეციალისტი დააკავა და მისი საქმის განხილვა 5 იანვარს დაიწყება. სავარაუდოდ, თუ ბრალდებულს ბრალი დაუმტკიცეს, მაშინ მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.