ერთი თვე გავიდა, მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, ვიხილეთ არაერთი ლამაზი გოლები, მომენტები, საგოლე გადაცემები, ემოციები და რაც მთავარია სანახაობრივი ფეხბურთი, რასაც მუნდიალი ყოველთვის გვპირდება.
გათამაშების დასრულების შემდეგ, კი გთავაზობთ sportline-ს მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდს, დაკომპლექტებული ფეხბურთელებით, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საკუთარი ნაკრების წარმატებაში.
მეკარე: დომინიკ ლივაკოვიჩი (ხორვატია)
'დინამო ზაგრების' ფეხბურთელი მართლაც, რომ გამორჩეული ფიგურა იყო ხორვატიის ნაკრების რიგებში. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალში არგენტინასთან 27 წლის მეკარემ სამი ბურთი გაუშვა, დომინიკი გამორჩეული იყო ჯერ იაპონიასთან, სადაც თერთმეტმერტიანების სერიაში სამი პენალტი მოიგერია. ბრწყინვალე იყო ასევე ბრაზილაისთან, სადაც ასევე პენალტების სერიაში ორი ბურთი მოიგერია და ნაკრები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
ხორვატს გამორჩეული მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა
მარჯვენა-მცველი: აშრაფ ჰაკიმი (მაროკო)
მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა მაროკოს ნაკრებია, რომელმაც ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან 2:0 დამარცხდა. აფრიკული გუნდის რიგებში გამორჩეული 'პსჟ' - ს მარჯვენა-მცველი აშრაფ ჰაკიმი გახლდათ, რომელიც დაცვაში კარგად გამოიყურებოდა და შეტევაშიც პროდუქტიული იყო.
ჰაკიმის ზუსტი პენალტით მაროკომ ესპანეთი გააგდო
ცენტრალური-მცველი : რაფაელ ვარანი (საფრანგეთი)
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იწერებოდა რაფალე ვარანის ტრამვაზე და შესაძლო ვარიანტზე, რომ იგი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებდა, 29 წლის ფეხბურთელმა მუნდიალზე მაინც იასპარეზა და 'მამლების' ვერცხლის მედლის მოპოვებაშიც უდიდესი როლი ითამაშა. ვარანის დაცვის ხაზში თამაშის დროს, საფრანგეთი მატჩში 1 გოლის მეტს არ უშვებდა (გამონაკლისი იყო არგენტინასთან).
ვარანმა ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა
ცენტალური-მცველი : იოსკო გვარდიოლი (ხორვატია)
მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ხორვატიის ნაკრების, ცენტრალური-მცველი, იოსკო გვარდიოლი იყო, რომელმაც ნაკრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 20 წლის ფეხბურთელი მთელი გათამაშების განმავლობაში უმაღლეს დონეზე გამოიყურებოდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, მაროკოს წინააღმდეგ გოლის გატანაც კი მოახერხა.
ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ბევრი გვარდიოლს მიიჩნევდა
მარცხენა-მცველი : ტეო ერნანდესი (საფრანგეთი)
ლუკას ერნანდესის ტრამვის შემდეგ, მარცხენა-მცველის პოზიციაზე ტეო ერნანდესი გამწესდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. 'მილანის' ფეხბურთელმა ნახევარფინალში მაროკოს ნაკრებს ულამაზესი გოლი გაუტანა.
აკრობატული გოლი ტეო ერნანდესისგან მარკოს კარში
საყრდენ-ნახევარმცველი : სოფიან ამრაბატი (მაროკო)
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ, სოფიან ამრაბატმა ყველას დაუმტკიცა, რომ ის თავის საქმეს იდალურად ასრულებს. მთელი ტურნირის განამვლობაში 'ფიორენტინას' ფეხბურთელი იყო დამაჯერებელი ნახევარდაცვის ზონაში და რაც მთავარია პროდუქტიული ნაკრების რიგებში.
ამრაბატმა მაროკოსთან ერთად ნახევარფინალურ სტადიამდე მიაღწია
საყრდენ-ნახევარმცველი : ჯუდ ბელინგემი (ინგლისი)
სადებიუტო მუნდიალი იყო 'დორტმუნდის' ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის, ჯუდ ბელინგემისთვის, რომელმაც თავისი ტექნიკურობით საფეხბურთო მედია გააოცა. 19 წლის ფეხბურთელმა მუნდიალის პირველივე შეხვედრაში, ირანის წინააღმდეგ გოლის გატანაც კი მოახერხა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინგლისელის გადაბირებას არაერთი გრანდი შეეცდება
მარჯვენა-შემტევი : ლიონელ მესი (არგენტინა)
მუნდიალმა იდეალურად ჩაიარა ლიონელ მესისთვის, რომელმაც ნანატრი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მესი ყველა თამაშში გამორჩეული იყო და თითქმის ყოველჯერზე ახერხებდა გოლის ან საგოლე გადაცემის გაკეთებას. 35 წლის ფეხბურთელი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ამასთან ის 7 გოლით გათამაშების მეორე საუკეთესო გამტანი გახდა.
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულს მესამეჯერ დაეუფლა
შემტევი-ნახევარმცველი : ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)
გრიზმანი მთავარი ძალა იყო ნახევარდაცვასა და შეტევას შორის. მიუხედავად 10-იანის პოზიციისა 'ატლეტიკოს' ლიდერს ხშირ შემთხვევაში საყრდენ ზონაში ვხედავდით, თუმცა ამისდა მიუხედავად 31 წლის ფეხბურთელმა მაინც მოახერხა სამი საგოლე გადაცემის გაკეთება.
გრიზმანი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ასისტენტი გახდა
მარცხენა-შემტევი : კილიან მბაპე (საფრანგეთი)
მიუხედავას ფინალში მარცხისა კილიან მბაპემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საფრანგეთის და ფეხბურთის მომავალი საიმედო ხელშია. 23 წლის ფეხბურთელმა 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა (აქედან სამი გოლი ფინალში გაიტანა) და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
კილიანს მსოფლიო ჩემპიონატზე 12 გოლი დაუგროვდა
ცენტრალური-ფორვარდი : ოლივიე ჟირუ (საფრანგეთი)
ბენზემას არყოფნის პერიოდში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ოლივიე ჟირუ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში 'მილანის' ფორვარდს თამაში არ წაუვიდა, 36 წლის ფეხბურთელმა მუნდიალზე 4 გოლი გაიტანა და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორიც გახდა (52 გოლი).
ჟირუმ ნაკრების ბომბარდირთა დავაში ტიერი ანრის გადაასწრო