გუშინ, 18 დეკემბერს, არგენტინის ნაკრებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში საფრანგეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა.
სატიტულო ცერემონიისას, მანამ სანამ მესი მსოფლიო ჩემპიონატის თასს აწევდა, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და კატარის ემირმა ტამირ ბინ ჰამად ალ ტანიმ 'ალბისელესტეს' 35 წლის ლეგენდას მოსასხამი მოარგეს.
მოსასხამს არაბულად ბიშტის უწოდებენ - ის მამაკაცის ტრადიციული მოსასხამია, რომელსაც ათასწლოვანი ისტორია აქვს. ძირითადად, იცვამენ ქორწილებსა და რელიგიურ დღესასწაულებზე, მაგალითად, რამადანის დასრულებისას.