მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში არგენტინის გამარჯვების შემდგომ ლიონელ მესიმ პირველი კომენტარი გააკეთა:
“გასაოცარია, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. ძალიან მინდოდა გამარჯვება, ვიცოდი, ღმერთი ამის საშუალებას მომცემდა, ამის განცდა მქონდა. ახლა შეგვიძლია, გამარჯვებით ვიმხიარულოთ.
ეს დიდი ხნის ნანატრი თასია და ნახეთ, რა მშვენიერია! ბევრი რამის გავლა მოგვიწია, მაგრამ მოვახერხეთ. მოუთმენლად ველი არგენტინაში დაბრუნებას, წარმომიდგენია, იქ რა სიგიჟე ხდება.
სანაკრებო კარიერის დასრულებას არ ვაპირებ! როგორც ჩემპიონს, თამაშის გაგრძელება მინდა.”
ლიონელ მესი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.