ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეზე ისაუბრა:
"მაინც მესის ვიტყოდი, რადგან მბაპე ბევრად უფრო ძლიერ გუნდში თამაშობს, ვიდრე არგენტინელი. მიმაჩნია, რომ მბაპე უფრო დიდი ფეხბურთელებითაა გარშემოტყმული.
არ მინდა ვინმემ არასწორად გაიგოს, მესის თანაგუნდელებიც საკმაოდ კარგები არიან, მაგრამ მბაპესი უკეთესები", - განაცხადა ნევილმა.
ცნობისთვის, არგენტინის და საფრანგეთის ნაკრებები კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაუპირისპირდებიან.