"კვარა და კიმი რჩებიან, ოსიმენი წავა" | 90min » სპორტის ხაზი

"კვარა და კიმი რჩებიან, ოსიმენი წავა" | 90min

"კვარა და კიმი რჩებიან, ოსიმენი წავა" | 90min
16-12-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთი ცნობილი ბრიტანული გამოცემა, კერძოდ 90min ნაპოლის სამი გამორჩეული ფეხბურთელის, შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას, კიმისა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ წერს, სადაც მიუთითებს, რომ სამეულიდან ერთი იტალიურ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს:

"ნაპოლი თავდაჯერებული და დარწმუნებულია იმ კუთხით, რომ ხვიჩა კვარაცხელია და კიმი გუნდთან ახალ კონტრაქტს სეზონის დასრულებამდე გააფორმებენ, თუმცა საქმე სხვაგვარადაა ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში. 90min-ის ინფორმაციით, ნაპოლი ნიგერიელ ფორვარდს სეზონის ბოლოს შეელევა."

"ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ხნის განმავლობაში მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი და პსჟ აკვირდებოდნენ, ამიტომ ნაპოლიმ ქართველი ფეხბურთელისთვის ხელფასის საგრძნობლად გაზრდა გადაწყვიტა, რის ფონზეც, ისინი იმედოვნებენ, რომ ხვიჩა იტალიურ კლუბში დარჩება."

"კიმის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა, რასაც გაორმაგება "ემუქრება". მადრიდის რეალი კიმის პროგრესსაც აკვირდებოდა, თუმცა ნაპოლი მის შესანარჩუნებლადაც ყველაფერს გააკეთებს. რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, დიდი ალბათობით, ის ნაპოლის ზაფხულში დატოვებს, მისი შეძენის მთავარი მსურველი კი ლონდონის ჩელსია."
- წერს 90min.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი