ნაკრებში საოცარი განწყობაა - მზადება მაკედონიასთან მატჩისთვის » სპორტის ხაზი

ნაკრებში საოცარი განწყობაა - მზადება მაკედონიასთან მატჩისთვის

ნაკრებში საოცარი განწყობაა - მზადება მაკედონიასთან მატჩისთვის
20-09-2022, 20:12
Aa Aa
გაზიარება:

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გამართავს, ჯერ 23 სექტემბერს მაკედონიის წინააღმდეგ, ხო შემდეგ 26 სექტემბერს, ვილი სანიოლის ბიჭები გასვლაზე გიბრალტარს დაუპირისპირდებიან.

ნაკრებმა გუშინ არასრული შემადგენლობით ივარჯიშა, თუმცა დასკვნით მატჩებამდე, როგორც გულშემატკივრებში, ასევე ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბში მშვენიერი განწყობაა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დინამო არენაზე სრული ანშლაგი გველოდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და ერთა ლიგაზე როგორც ერთი დივიზიონით დაწინაურებასთან, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფთან ახლოსაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი