ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს? | დეტალები » სპორტის ხაზი

ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს? | დეტალები

ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს? | დეტალები
15-12-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Gazeta Esportiva წერს, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების ახალ მწვრთნელად კარლო ანჩელოტის მოიაზრებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელები ანჩელოტისთვის დალოდებას მომდევნო წლის ივნისამდე აპირებენ. ისინი ითვალისწინებენ, რომ კარლოს მადრიდის რეალთან ერთად საქმე ბოლომდე აქვს მისაყვანი.

სხვათაშორის, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში კარლომ თქვა, ამ სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდიდან წავალო. ამდენად, შესაძლოა, ბრაზილიელებიც სწორედ ამას უცდიან.

შესაბამისად, ბრაზილიელები დაიცდიან და თანამშრომლობის სურვილის არსებობის შემთხვევაში, ისინი კარს კარლო ანჩელოტის გაუღებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.