'ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბში ვიმყოფები' - ოსიმენი სამომავლო გეგმებზე საუბრობს » სპორტის ხაზი

'ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბში ვიმყოფები' - ოსიმენი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

'ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბში ვიმყოფები' - ოსიმენი სამომავლო გეგმებზე საუბრობს
15-12-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

'მანჩესტერ იუნაიტედი' ერთ-ერთი იმ კლუბთაგანია, რომელიც ოსიმენის დამატებას გეგმავს და მის სანაცვლოს სასურველი თანხის გადახდასაც კი აპირებს. თუმცა, განსხვავებული პოზიცია აქვს თვითონ ფეხბურთელს, რომელმაც მედიასთან თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 'ნაპოლიდან' წასვლა არ სურს.

"იმისთვის, რომ აქ მოვსულიყავი ბევრ წინააღმდეგობას შევხვდი, ამიტომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილია. ნაპოლიდან წასვლა არ მსურს და 100 პროცენტით კი არა, 1001 პროცენტით აქ ვრჩები.

'ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბში ვიმყოფები' - ოსიმენი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

ოსიმენი პარტენოპეის 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა

ევროპის ერთ-ერთ დიდ კლუბში ვიმყოფები, ვთამაშობ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, წარმადგინეს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაში და მოვიგე უამრავი პირადი ჯილდო, რაც საკმარისი მიზეზია იმის დასადასტურებლად, რომ ჩემი აქ ყოფნა ფუჭი არ არის."

ამ სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 14 მატჩში ითამაშა, 10 გოლი და 3 საგოლე პასი მიიწერა. ვიქტორი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირიცაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი