გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის მეკარემ, მანუელ ნოიერმა სახის კანის კიბოს დიაგნოზზე ისაუბრა:
"გულწრფელად ვაღიარებ, რომ თავიდან შემეშინდა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერი გაივლიდა თუ გონივრულად მივუდგებოდი ამ საკითხს და სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებდი.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგეშინდეს!", - თქვა ნოიერმა.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის ფეხბურთელს სახის კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. გერმანული მეკარეს სამი ოპერაციის გაკეთება მოუწია და ახლა სრულიად ჯანმრთელია.