'ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გავიმარჯვოთ' - რა თქვა მაროკოს მთავარმა მწვრთნელმა საფრანგეთთან მატჩამდე? » სპორტის ხაზი

'ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გავიმარჯვოთ' - რა თქვა მაროკოს მთავარმა მწვრთნელმა საფრანგეთთან მატჩამდე?

'ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გავიმარჯვოთ' - რა თქვა მაროკოს მთავარმა მწვრთნელმა საფრანგეთთან მატჩამდე?
13-12-2022, 18:51
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიის ნაკრების მინიმალური ანგარიშით დამარცხების შემდეგ, მაროკოს მეტოქე ნახევარფინალურ სტადიაზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, საფრანგეთის ნაკრები იქნება.

ამ დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე კი აფრიკული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავის შეგირდებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და საჯაროდ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ ფინალში გასასვლელად.

"ჩვენ ვითამაშებთ ისე, როგორც ჩვენ შეგვეფერება. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გავიმარჯვოთ და არა იმისთვის, რომ მხოლოდ ბურთის ფლობა გვქონდეს. თუმცა, ბურთის ფლობა მნიშვნელოვანია მოედანზე პირველობის მოსაპოვებლად და კარგი შედეგის დასაფიქსირებლად.

ვიცი, რომ ევროპელები აკრიტიკებენ ჩვენს თამაშს, რადგან მათ მხოლოდ ტიკი-ტაკა სურთ, თუმცა ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უნდა მოვიგოთ აფრიკისთვის, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ვითარდება.

საფრანგეთთან თამაში? ჩვენ ვაპირებთ ჩემპიონების წინააღმდეგ ვითამაშოთ,რომელიც დაკონპლექტებულია დიდებული ფეხბურთელებითა და მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელით. თუმცა, გვჯერა რომ შეგვიძლია ამ ეტაპის გადალახვა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, რატომაც არა. არანაირი დაღლილობა, ჩვენ წინსვლას ვაპირებთ."
- თქვა 47 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი