კატარის მუნდიალზე, ხორვატები წინა მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, წარმატებით ასპარეზობენ, ბალკანელები ნახევარ ფინალში არიან სადაც არგენტინას დაუპირისპირდებიან.
ხორვატების განაპირა ნახევარმცველმა, ივან პერისიჩმა, პრესასთან ისაუბრა მსოფლიო ჩემპიონობაზე და აღნიშნა, რომ ის და მისი თანაგუნდელები, ლუკა მოდრიჩის გამო ბოლომდე იბრძოლებენ და მისთვის მოიგებენ ტურნირს.
მართლაც რომ, მიზანი ახლოს არის და ამისათვის მათ ორი თამაში აქვთ მოსაგები, თუ ხორვატები არგენტინის ბარიერს დახლევენ, ფინალში საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.