"ეს ბარსელონა, ბაიერნი თუ მანჩესტერ იუნაიტედი, ის ყველგან ითამაშებს" - კასანო ხვიჩაზე სხვაგვარად ალაპარაკდა » სპორტის ხაზი

"ეს ბარსელონა, ბაიერნი თუ მანჩესტერ იუნაიტედი, ის ყველგან ითამაშებს" - კასანო ხვიჩაზე სხვაგვარად ალაპარაკდა

"ეს ბარსელონა, ბაიერნი თუ მანჩესტერ იუნაიტედი, ის ყველგან ითამაშებს" - კასანო ხვიჩაზე სხვაგვარად ალაპარაკდა
20-09-2022, 14:10
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია უკვე ერთ-ერთ ისეთ ფეხბურთელად ითვლება, რომელსაც მატჩში გარდატეხის შეტანა და სიტუაციის 180 გრადუსით შემობრუნება შეუძლია.

კვარამ ეს “მილანის” წინააღმდეგაც დაამტკიცა, როდესაც პენალტი გამოიმუშავა და საკუთარ გუნდს წინ გასვლის შესაძლებლობა მისცა. მიმდინარე სეზონში ხვიჩას შესანიშნავ პერფორმანსს ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ანტონიო კასანო გამოეხმაურა.

“კვარაცხელიასა და ლობოტკას ნებისმიერ გუნდში თამაში შეუძლიათ. იქნება ეს ბარსელონა, ბაიერნი თუ მანჩესტერ იუნაიტედი. კვარას ძლიერი ფეხები აქვს და იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ, თამაშზე მსგავსი გავლენა მხოლოდ ფენომენ რონალდოს ჰქონდა.”– განაცხადა კასანომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი