'ნაპოლიმ' მორიგი ამხანაგური ჩანიშნა - ვის შეხვდება პარტენოპეი სეზონის განახლებამდე? » სპორტის ხაზი

'ნაპოლიმ' მორიგი ამხანაგური ჩანიშნა - ვის შეხვდება პარტენოპეი სეზონის განახლებამდე?

'ნაპოლიმ' მორიგი ამხანაგური ჩანიშნა - ვის შეხვდება პარტენოპეი სეზონის განახლებამდე?
13-12-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, 'ნაპოლი' მოსამზადებელ ეტაპს გადის და რამდენიმე ამხანაგურ მატჩს მართავს.

ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა სეზონის განახლებამდე მზადება თურქეთში გაიარეს და იქ ორი ტესტ-მატჩიც გამართეს. იტალიური კლუბი ჯერ 'ანტალიასპორს' დაუპირისპირდა და შემდეგ' კრისტალ პალასს'. პარტენოპეიმ ორივე შეხვედრა მოიგო, თუმცა ამ მატჩებში ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თავი საგოლე მოქმედებით ვერ დაგვამახსოვრა.

'არწივებთან' 3:1 გამარჯვების შემდეგ 'ნაპოლიმ' სეზონის განახლებამდე კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ჩანიშნა. ამჯერად სერია A-ს ლიდერი ესპანეთის, ლა ლიგის 'ვილიარეალს' შეხვდება.

'ნაპოლიმ' მორიგი ამხანაგური ჩანიშნა - ვის შეხვდება პარტენოპეი სეზონის განახლებამდე?

ვილიარეალთან შეხვედრა 17 დეკემბერს არის ჩანიშნული

გეტყვით იმასაც, რომ ზემოთ ხსენებული ორი გუნდი ოფიციალურ მატჩებში ერთმანეთს 6-ჯერ დაუპირისპირდნენ. 'ყვითელმა წყალქვეშა ნავმა' 2-ჯერ იმარჯვა, ამავე რაოდენობის მოგებათა რაოდენობა აქვს პარტენოპეისაც, ხოლო ორი მატჩი ფრედ დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.