ნაპოლი დასვენებას არ აპირებს | ვის წინააღმდეგ მოემზადება სპალეტის გუნდი? » სპორტის ხაზი

ნაპოლი დასვენებას არ აპირებს | ვის წინააღმდეგ მოემზადება სპალეტის გუნდი?

ნაპოლი დასვენებას არ აპირებს | ვის წინააღმდეგ მოემზადება სპალეტის გუნდი?
11-11-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 20 ნოემბრიდან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი იწყება, რის გამოც საკლუბო ფეხბურთს 1-2 თვიანი პაუზის აღება უწევს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სანაკრებო ფორუმის დაწყებამდე ბოლო შეხვედრას ხვალ, 18:00 საათზე "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც ფეხბურთელებს 10 დღით დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.

როგორც ირკვევა, იტალიელი სპეციალისტი გეგმავს, რომ 10 დღის გასვლის შემდეგ, თავისი გუნდით თურქეთში, კერძოდ კი ქალაქ ანტალიაში გაემგზავროს, სადაც "ნაპოლი" 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია, თუმცა, დიდი ალბათობით, "პარტენოპეი" ტესტ-მატჩებისთვის ადგილობრივ კლუბებს შეარჩევს.

თურქეთიდან იტალიაში დაბრუნების შემდეგ, La Repubblica-ს ინფორმაციით, სპალეტის გუნდი კიდევ 2 მოსამზადებელ შეხვედრას გამართავს, რათა "ნაპოლი" ჩემპიონატის განახლებას იდეალურ ფორმაში შეხვდეს.

როგორც იცით, ნეაპოლური გუნდიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე არც თუ ისე ბევრი ფეხბურთელი ითამაშებს და როგორც ჩანს, ლუჩანო სპალეტი, ამ ფაქტის თავისა და კლუბის სასიკეთოდ გამოყენებას აპირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი