საქართველოს ნაკრებისა და პოლონური კრაკოვიას განაპირა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის შვილთან ერთად კალათბურთს თამაშობს - ვიდეოს Geo Team ავრცელებს.
ცნობისთვის, ოთარ კაკაბაძის კრაკოვიამ ბოლო ოთხი თამაშიდან ორი მოიგო და ამდენივეჯერ წააგო, ქართველი ფეხბურთელი კი განაცხადში არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძეს პოლონურ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.